
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, „სითი პარკთან“ დაკავშირებით, საკრებულოში მოსმენა დაინიშნება.
„სითი პარკის“ შესახებ ისაუბრა დავით ნარმანიამ. ჯერ ვაცლით, რადგან ახლა დამტკიცდა თბილისის მთავრობა.
სავარაუდოდ, უკვე მეორე კვირაში, ამ საკითხს დავსვამთ საკრებულოში და მოსმენას დავნიშნავთ. ამ სხდომაზე მოვითხოვთ, რომ ამ 7 წლით გასაიდუმლოებული ხელშეკრულების მუხლები გახდეს საჯარო და ეს ძალიან ბერ რამეს მოჰფენს ნათელს.
მოკლედ, მომავალ კვირას უკვე უნდა დაისვას „სითი პარკის“ ქალაქიდან გაძევების საკითხი“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
„ალია“