
საქართველოს შს სამინისტრო „ევრო 4“ სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ აზერბაიჯანის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება განცხადებაში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახალი რეგულაციები 15 აგვისტოდან ამოქმედდება.
ევრო 4 სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას.
„მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ევრო 4 (EUღO 4) სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას.
აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი იღებს პასუხისმგებლობას ევრო 4-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.