
სოდ-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი კოდუას დედა ნათელა პატარკაციშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„მე არ ვარ შოკში და ცუდი შვილი არ გამიზრდია. ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, რა.
ღმერთო, ნათელში ამყოფე პატარკაციშვილი, მე რაც არ მეხება, იმის უფლება არ მაქვს, ყველამ მისი წარსული და ჩვენი წარსული გაიხსენოს, სხვას არაფერს ვიტყვი. დასაძრახი არაფერი მაქვს.
ყველამ იცოდეს, ჩემმა შვილმა სამშობლო დაიცვა ტერორისგან, ბადრი პატარკაციშვილი საიდან მოდის და რა ფულით, ამაზე შიძლება ხალხი არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის. მე ცუდი შვილი არ გამიზრდია, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი,“ - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ: ირაკლი კოდუამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა.
მის ამ განცხადებას გარდაცვლილი ბიზნესმენის დედა გამოეხმაურა და აღნიშნა: „შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში, მაგან რომ ეგეთი შვილი გაზარდა...“
ambebi.ge