-
2014-07-30 22:19
აღნიშნული განცხადება ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში , მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, მასსა და ეკონომიკის მინისტრს რიგ საკითხებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ, რაც მათი უთანხმოების მიზეზი ხდება.
„გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგი, ღვთისმოსავი და სუფთა ადამიანია, თუმცა მის შეხედულებებსა და ჩემს შეხედულებებს შორის არსებობს განსხვავება.
ბატონი გიორგი კვირიკაშვილი კი არა, მეუღლე მყავდა, ორი შვილი მყავს, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და არ ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა.
თუ ხელმძღვანელსა და ხელქვეითს შორის არის რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები, ბუნებრივია, ეს ბადებს დისონანს,“- აღნიშნა გიორგი სიგუამ.