
ლორია, მერებაშვილი და რამდენიმე სხვა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი „დინამოდან“ დაითხოვეს, გუნდს კი სათავეში კახა გოგიჩაიშვილი ჩაუდგება.
დღეიდან „დინამო“ ერთერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გახდება. საქართველოში.
დაბალი ხელფასი და მოგების შემთხვევაში მაღალი პრემიები - როგორც გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, ახალი პრინციპი სწორედ ასეთი იქნება.
მისი თქმით, გუნდში დარჩა ერთადერთი უცხოელი ფეხბურთელი ჩისკო, ხოლო დანარჩენები იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც მეტს მოინდომებენ:
„ზოგიერთს ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, რომ მე მრცხვენია პირდაპირ, მათი გამოქვეყნებისაც კი. „დინამოს“ ფეხბურთელების ხელფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება და თქვენ შეგეძლებათ, ამის მიხედვით მოსთხოვოთ (ამას სიმბოლურად ვამბობ) მათ.
ზოგიერთი ათასობით ლარს იღებდა ხელფასის სახით მაშინ, როცა ხალხს, ელემენტარულად, ათასი ლარის შოვნა უჭირს. მე არ მინდა ისინი განვსაჯო, რადგან მათ უკვე დატოვეს გუნდი“, - თქვა რომან ფიფიამ ბრიფინგზე.