
ამ წუთებში „აფხაზეთის ხმას“ შეატყობინეს, რომ გლდანი-დიღმის ავტომაგისტრალზე, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველთა თქმით, ხანძრის ადგილიდან უზარმაზარი შავი კვამლი ამოდის და ამდენად ძნელი გასარკვევია ცეცხლი კონკრეტულად რას მოეკიდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სახანძრო სამსახურები.
„აფხაზეთის ხმა“ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.