
როგორც მიხეილ გიორგაძე აცხადებს, როცა უწყებაში პირველი პირი იცვლება, ცხადია, ცვლილებებიც ხდება.
„უფრო გლობალური სტრუქტურული ცვლილებაა საკადრო ცვლილება, ვიდრე რაიმე კონკრეტული პრეტენზია. როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ხედვის, ერთი მსოფლმხედველობის ხალხი მოვიდეს”, - აღნიშნა მან.
მანანა ბერიკაშვილი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი კი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს შეიტყო.
კითხვაზე, რის საფუძველზე განხორციელდა ეს ცვლილება , კულტურის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ მიზეზი ახალ მინისტრს უნდა ჰკითხონ.
„მე რომ განვთავისუფლდი ეს ვიცი. დღეს გახდა ცნობილი. ყველა თავისი გუნდით მოდის და ესაა”, - განაცხადა ბაგრატიონ გრუზინსკიმ.