
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4 665 096 ადამიანს შეადგენს. აქედან 48% - მამაკაცია, ხოლო 52% - ქალბატონი.
რეგისტრირებული მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი დედაქალაქში ცხოვრობს. თბილისში ქვეყნის მთელი მოსახლეობის 26% ანუ 1 223 319 პირია რეგისტრირებული. აქედან 45% მამაკაცია, ხოლო 55% - ქალბატონი.
ქვემო ქართლში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 11% - 527 370 ადამიანი, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.
მცხეთა-მთიანეთში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 2%, 209 124 პირი, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ქვეყნის მთელი მოსახლეობის 1%, 41 837
ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.
შიდა ქართლში მთლიანი მოსახლეობის 6%, 294 426 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 49% კაცია, 51% - ქალი.
კახეთში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 8%, 394 446 პირი, აქედან 49% კაცი, 51% ქალი. სამცხე-ჯავახეთში - 4%, 196 785 ადამიანი, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი. სამეგრელო ზემო სვანეთი - 8%, 357 619 პირი, აქედან 49% კაცი, 51% ქალი.
გურიაში - 3%, 139 171 ადამიანია, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი. იმერეთში კი საქართველოს მოსახლეობის 14%, 674 319 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი.
აჭარაში რეგსიტრირებულია მოსახლეობის 8% 397 240 პირი, აქედან 48% კაცია, 52% ქალი.
ambebi.ge