-
2014-07-29 13:27
ხანძრის შედეგად, სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები ჯანიაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახური ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ჯანიაშვილებმა ვერც ავეჯის და ვერც საყოფაცხოვრებო ტექნიკის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
თვითმხილველთა თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მოძველებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
გურჯაანის გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გამოუყოფენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26