
სხვადასხვა წყაროების ცნობით, საქართველოდან ჩვილების გაყვანის არაერთი ფაქტი ფიქსირდება.
ამას ადასტურებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ხუციშვილი აცხადებს, რომ ამ საქმეში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.
„სქემა არის ასეთი, ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით, მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში.
ამის შემდეგ სუროგატი დედა მალავდა, რომ სუროგაციის გზით აჩენდა ბავშვს, მას აფორმებდნენ ბიოლოგიურ დედად, აიძულებდნენ ნოტარიუსთან უარი ეთქვა დედობაზე და მამად დაესახელებინა ის უცხოელი მამაკაცი, რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი. არასრულწოლავნის საზღვარზე გადაყვანა ორი ბიოლოგიურ მშობლის ნებართვის გარეშე კანონდარღვევაა.
ჯანმრთელობის დაცვის 143-ე კანონში წერია, რომ სუროგატ დედას არ აქვს ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. ის დაბადების უწყებაში დედად ვერ ჩაიწერება. იქმნებოდა ყალბი დაბადების მოწმობა, სუროგატი მითითებული იყო დედად, მამად მითითებული იყო უცხოელი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია გაიყვანოს ბავშვი ქვეყნიდან.
ნაყოფის მატარებელი არ შეიძლება ბოლოგიური დედა იყოს. სუროგატ დედას ბავშვზე არანაირი უფლება არ აქვს...
ეს ხდება ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით და ამიტომ ვითხოვთ სისხლის სამართლის 344 მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირდეს საქმე, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან ზიანს. ამ შემთხვევაში ამნისტიას არ დაექვმდებარებოდა, რადგან მძიმე დანაშაულად ჩაითვლებოდა...“- აცხადებს მაია ხუციშვილი.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/107415-thaghlithuri-sqema-romlithac-saqarthvelodan-qchvilebis-importiq-khorcieldeba.html