
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ყოფილმა მერმა, მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ფორმალური განქორწინება გააფორმა.
საქმე იმაშია, რომ უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისებას ედავებიან. იგი შიშობს, მისი ქონების კონფისკაცია არ მოხდეს და სრულად არ გააკოტრონ.
გაყრის შემთხვევაში, მეუღლეების ქონება გაიყოფა და კილაძის ნაწილი მაინც გადაურჩება სახელმწიფოს ბალანსზე გადაცემას.
გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია განქორწინების ინფორმაციას არ ადასტურებს.
„გიორგი უგულავას არ ედავებიან არცერთ ბრალში, რომ პირადი სარგებლისთვის მოიხმარა რაიმე.
შესაბამისად, მისთვის რაიმეს ჩამორთმევის თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობს, გარდა იმისა, რაც გირაოში ჰქონდა ჩადებული სიდედრის ბინის სახით, რომლის საკუთრებაში წაღება უნდოდა სახელმწიფოს. არ არსებობს გიორგი უგულავას ქონების კონფისკაციის საფრთხე...
მეუღლესთან ფორმალურად დაშორებაც სისულელეა. არც ფორმალური, არც ფაქტობრივი, რაიმე მსგავსი არ არსებობს. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდებები თეორიულ შესაძლებლობასაც არ იძლევა, რომ გიორგი უგულავას ჩამოერთვას რაიმე ქონება,“ - აღნიშნა მან.
ambebi.ge