
უბედური შემთხვევა სვანეთში, ჰადიშთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილი სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები 24 წლის სტანისლავ ბელია.
შემთხვევა 25 ივლისის ღამის 12 საათისთვის მოხდა. ხადიშისკენ მიმავალ 7 რუს ტურისტს გზაში შემოაღამდა და კარავი გაშალეს. წყლის დასალევად ჩასულ სტანისლავ ბელის ღელეში ფეხი აუსრიალდა და ქვას საფეთქელი დაარტყა.
ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებმა 40 წუთის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსის, გიორგი ძაგნიძის თქმით, მამაკაცის ცხედარი მესტიის რაიონის საავადმყოფოში გადაასვენეს.
ტურისტული ჯგუფის დანარჩენი წევრები უკრაინის მოქალაქეები არიან.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სტანისლავ ბელის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
http://kvira.ge/?p=72110