
როგორც მსახიობი თამარ მაყაშვილი აცხადებს, წლებია ქმართან ერთად განმარტოებით არ დაუსვენია, მაგრამ მისთვის ეს პრობლემა არ არის.
„აგვისტოში მთელი ოჯახი ერთად ვაპირებთ დასვენებას, მაგრამ ჯერ არ ვიცით სად წავალთ. რუსო გეგმავს და თავად გადაწყვეტს ყველაფერს... არასოდეს მაქვს იმის პრობლემა, რომ მაინცდამაინც კომფორტი მქონდეს.
რა მოხდა, თუ ეზოდან დაგჭირდა წყლის ამოტანა? არც არაფერი არ მოგივა ამის გამო. მთავარია, იყო ლაღად. ბედნიერი ვარ რომ მეგობრების არმია მყავს საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის – ბათუმში.
სადაც ჩავდივარ, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ყველა მათგანის კარი ღიაა. ანალოგიურად, ჩვენი სახლის კარიც ღიაა მათთვის და წლებია ასე მიდის ჩვენი ურთიერთობა“, - განაცხადა თამარ მაყაშვილმა.
„სარკე“