
დღეს 14:00 საათზე, ე.წ. ყვითელი ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების, ასევე სასწრაფო სამაშველო სამსახურისა და კერძო ტრანსპორტის მძღოლები 1 წუთით შეჩერდებიან და საყვირს მისცემენ.
ამ ფორმით ისინი რამდენიმე დღის წინ ავტობუსის მძღოლის ტრაგიკულ გარდაცვალებას გააპროტესტებენ, რომელიც მგზავრთან დაპირისპირებას შეეწირა. სატრანსპორტო საშუალებებს შავი ლენტები ექნება დამაგრებული. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირია.
ყვითელი ავტობუსის მძღოლი ვალერი ესვანჯია 17 ივლისს, მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ადგილზევე გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.