-
2014-07-17 10:46
გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი ბავშვს ელოდებიან. თუმცა ამას საიდუმლოდ ტოვებენ და ჯერ ბავშვის სქესიც არ იციან.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახურში არ ადასტურებენ.
მაკა ჩიჩუას ორსულობის შესახებ გავრცელებული ხმები პირად საუბრებში დაადასტურა გიორგი მარგველაშვილის კლასელმა და ახლო მეგობარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან ინფორმაცია მაკა ჩიჩუას ორსულობის შესახებ, გიორგი მარგველაშვილის დედისგან შეიტყო.
„რამდენიმე დღის წინ შევიტყვე ქალბატონი მზიასგან, რომ მაკა ჩიჩუა ორსულად არის. ამის შესახებ მაკამ და გიორგიმ ოჯახში უკვე განაცხადეს, სხვა დეტალები ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა პრეზიდენტის მეგობარმა.
თავად მაკა ჩიჩუა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/106648-maka-chichua-orsulad-aris-qes-prezidentis-dedisthvis-moulodneli-iyoq.html