
,,ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს"– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს ტრაგიკული ფაქტის გამოძიება.
"მინდა ბატონ ეროსის ოჯახს და მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს და პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.