
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი - "სამანთ მფარველი" აკურთხა. ამ ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის. მისი ინიცატივით, მესაზღვრეთა შემოწირულობებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით, დაიწერა ხატი - "სამანთ მფარველი".
სვეტიცხოველში პატრიარქმა სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სამმართველოებში დაბრძანებული საზღვრის მფარველი ხატებიც აკურთხა, თავად დედა ხატი კი სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ყაზბეგში", სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშია დაბრძანებული. უწმინდესმა სვეტიცხოველში ქადაგების დასასრულს მესაზღვრეებიც დალოცა.