
როგორც გარცვლილის მამიდაშვილი ყვება, ბექამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მას მისწერა, მაგრამ რაკი ნომერი უცნიბი იყო, მან ამ SMS-ს ყურადღება არ მიაქცია. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ SMS ბექა გოგიტიძემ გაგზავნა.
მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში იგი ნათესავს სთხოვდა, ანანოსთვის მიეხედა.
ბექას მამიდაშვილმა თვითმკვლელობის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბექა თურქეთში მუშაობდა, სადაც ქართველი გოგონა შეუყვარდა.
„სანამ კარგად გაიცნობდა და მიხვდებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, უკვე შეუყვარდა. როდესაც გაიგო, რომ ეს გოგონა არ შეიძლებოდა მისი ღირსი ყოფილიყო, და შესაძლოა, ამ გოგოს წინააღმდეგიც ყოფილიყვნენ, ოჯახში არ განუცხადებია. ამბობდა, არ არის ოჯახისთვის შესაფერისი, მაგრამ მიყვარს და რა ვქნაო. რამდენჯერმე გადაწყვიტა, თავი დაენებებინა...
როგორც პოლიციამ გაარკვია, ბოლო დღეებში თავის მასწავლებელს სოციალურ ქსელში მისწერა, ერთ გოგოსთან ერთად უნდა გავიპაროო. ბოლო რამდენიმე დღის წინ კი უკვე მიეწერა, მიღალატა და ახლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, არ ვიცი, რას გავაკეთებო. მასწავლებელთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა.
15 ივნისს კი თავის „ოდნოზე“ დაწერა სტატუსი – „მოღალატე“, 16 ივნისს, საღამოს, ექვსს რომ ათი წუთი აკლდა, საზღვარზე, საქართველოში გადმოვიდა. შემდეგ დაახლოებით, 8 -დან 9 საათამდე ტირში იყო და მოიგო რაღაც სათამაშო.
ამ გოგონასთვის დაურეკავს, შენთვის საჩუქარი მაქვს და მინდა, გადმოგცეო. არ ვიცი იმ გოგომ უარი განუცხადა შეხვედრაზე, თუ რა მოხდა. საღამოს თორმეტის 15 წუთზე ბოლო SMS მე გამომიგზავნა, რის შემდეგაც ბექას ყველანაირი კვალი იკარგებოდა“– ჰყვება ბექას მამიდაშვილი.
მისი თქმით, გოგონას ბექას გარდა სხვასთანაც ჰქონდა ურთიერთობა, ბექა კი სთხოვდა, თავი დაენებებინა. ჯერ დაჰპირდა, რომ დაანებებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მერე ისევ გააგრძელა ურთიერთობა...
http://kvira.ge/?p=56676