-
2014-06-19 15:02
,,მერე გიკივირთ არაკომპეტენტურ და უსაქმურ მთავრობას რატომ გვეძახიანო“ -ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
,,ჯანდაცვის სამინისტრო, სირცხვილია უკვე.
დასაქმების მაძიებლები რომ ვერ აღრიცხეთ, გავიგეთ. ჩვენი ხელისფლების დროს აღრიცხული 700,000–მდე სამუშაოს მაძიებლის მონაცემი რომ სარდაფებში გადამალეთ, საზოგადოებამ ესეც იცის.
ეკონომიკური ვარდნისა და სამუშაო ადგილების დაკარგვის ფონზე, ვაკანსიებსაც რომ ვერ შესთავაზებთ საზოგადოებას, ნათელია.
იმას რაღა უდგას წინ, რომ ოფიცილაურ გვერდზე ის მაინც არ გეწეროთ, რომ ვაკანსიებს 2014 წლის აპრილიდან შესთავაზებთ ხალხს? მერე გიკვირთ, არაკომპეტენტურ და უსაქმურ მთავრობას რატომ გვეძახიანო.
ცნობისათვის: 2013 წლის 2 აგვისტოს მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრსი რანგში მყოფმა მილიარდერმა ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის 199-ე დადგენილებას “საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”. ვებგვერდი WORKNET.GOV.GE ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. როგორც ხედავთ, სრულიად უსარგებლოდ.“-წერს ჭიაბერაშვილი.
