საქართველოში სატანისტური სექტები მომრავლდა

Image

გახშირებული ხმებს, საქართველოში სატანისტური სექტების არსებობის შესახებ, თბილისის ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექთანიც ადასტურებს, რომელსაც უცნაურ პაციენტთან შეხვედრა მოუხდა.

 

 

როგორც სასწრაფი დახმარების ბრიგადის წევრი ამბობს, დაახლოებით ღამის 12 საათზე კანდელაკის ქუჩიდან გამოძახება მიიღეს.

 

„კარი უჩვეულოდ დაბალმა კაცმა გაგვიღო. ის, რაც გარედან ჩვეულებრივი სახლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შიგნით საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა: შენობას ფანჯრები არ ჰქონდა, უცნაური სუნი ტრიალებდა და საშინელი აურა იგრძნობოდა. პაციენტი, მამაკაცი აღმოჩნდა, გრძელი წვერით და უცნაური გარეგნობით, თუმცა სიმპათიური.

 

სხვათა შორის, ყველა იქ მყოფ მამაკაცს გრძელი წვერი ჰქონდა, რუსულად ლაპარაკობდნენ. როდესაც ვკითხეთ თუ რა აწუხებდა, მამაკაცის ხელებსა და ფეხებზე მიგვითითეს. არც ერთ თითზე ფრჩხილი არ ჰქონდა - თითქოს ძალით დააძრესო, - და ღია ჭრილობები იყო დასამუშავებელი. ცუდად ყოფნაც, სწორედ თითების ტკივილებმა გამოიწვია...

 

საკმაოდ ლამაზმა ქალმა გვიპასუხა, რომ ასეთ მსხვერპლს მათი რწმენა მოითხოვდა. ჭრილობების დამუშავება რომ დავიწყეთ, ავადმყოფი გააფთრებული მეცა, გინება დამიწყო და დანარჩენებმაც მას დაუჭირეს მხარი. რის ვაივაგლახით დავაღწიეთ თავი იქაურობას. ვინაიდან არც ერთ კარს შიგნიდან სახელური არ ჰქონდა. დღეს ეს მისამართი ჩვენი „სასწრაფო დახმარების“ შავ სიაშია შესული,“ - განაცხადა მან.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, „რწმენის თავისუფლების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლელა ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სატანისტური სექტების დაახლოებით ორი ან სამი ჯგუფი უნდა არსებობდეს. „მათ საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული რიტუალები აქვთ და რიტუალებისა და შავი მაგიის მეშვეობით ახდენენ საზოგადოებაზე ზეგავლენას.

 

მათი მომრავლება საქართველოში გაცილებით დიდ საშიშროებას ქმნის, ვიდრე ვთქვათ, იეღოველების. იეღოველებს აქვთ საკუთარი, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული მოძღვრება, რომელიც საზოგადოებისათვის მიუღებელია, მაგრამ სატანისტებისაგან განსხვავებით, ისინი ქველმოქმედებასაც ეწევიან.

 

გვაქვს ინფორმაცია, რომ სატანისტური ორგანიზაციები სხვადასხვა რეგიონშია მიმოფანტული და ისინი ერთმანეთს სატელევიზიო მორბენალი სტრიქონის წარწერებით უკავშირდებიან, რომელშიც კოდირებული ტექსტია ჩადებული...

 

საქართველოს მოსახლეობის 99% მართლმადიდებელია, მაგრამ ნამდვილი მორწმუნე აქედან მხოლოდ 3%-ს თუ შეადგენს, სარწმუნოება დღეს ფორმალიზმამდე დავიდა და სწორედ ამან მოიტანა ეს პრობლემა.

 

სექტანტების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოიკრიბონ თავიანთ რიგებში. ისინი ასეთ ხალხს დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებს შორის ეძებენ. აგიტაციისა და საკუთარი მოძღვრების წყალობით, საკუთარი მოძღვრების სამართლიანობაში არწმუნებენ და სოციალური სიდუხჭირის დაძლევის საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ,“ - ამბობს ლელა ქართველიშვილი.

 

 

 

 

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/103958-satanisturi-ritualebi-saqarthveloshi-sashishi-rtsmenis-ucnobi-detalebi.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !