
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, ზოოპარკში არსებული ატრაქციონები ძალიან ახლოს იყო ცხოველების ვოლიერებთან, ხმაური კი მათზე ცუდად მოქმედებდა. სწორედ ამიტომ, ატრაქციონებს ზოოპარკის სხვა მხარეს გადაიტანენ.
„შეიქმნება ატრაქციონების ორი ე.წ. კუნძული. ერთი ზოოპარკის შესასვლელში, მეორე - ბოლოში. ახალი ატრაქციონები უფრო უხმაურო, შემეცნებითი და სათავგადასავლო იქნება,“- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
http://news.ge/ge/news/story/92318-tbilisis-zooparkshi-atraqtsionebis-demontazhi-mimdinareobs