
როგორც 25 წლის მაკო ამბობს, ქალად ყოფნისკენ მიდრეკილება ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა რაიონში ცხოვრობდა და მშობლების შიშით საკუთარი სურვილების უარყოფა უწევდა.
„ცოტა რომ წამოვიზარდე, სექსუალური მოთხოვნილებები გამიჩნდა, მაგრამ თავს თავად ვიკმაყოფილებდი, არ მიზიდავდნენ გოგოები, თუმცა ჩემს „ძმაკაცებს“ ვატყუებდი „ნახე, რა მაგარი გოგო მოდის, დიდი სიამოვნებით ვიხმარდი-თქო“ ჩემში გადახრა რომ არ დაენახათ... მამის ძალიან მეშინოდა, რადგან იმ სოფელში, სადაც გავიზარდე, ყველა პატივს სცემდა როგორც კაცს და მისთვის არ ვიცოდი, ეს რა იქნებოდა.
თბილისში სულ სხვა ცხოვრება დამხვდა, დავიწყე კლუბებში სიარული და ძალიან ბევრი ლგბტ ადამიანი გავიცანი. მოვიდა პირველ სექსიც, მე გამოუცდელი ვიყავი, მან კი ყველაფერი იცოდა.... პირველი ძალიან კარგად მახსოვს, ძალიან ნაზად მეპყრობოდა, თვითონ მეუბნებოდა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა და ა.შ. ...
დროთა განმავლობაში თმებსაც ვიზრდიდი და მაკიაჟს ვიკეთებდი, ამაზე სახლში სულ ჩხუბი მქონდა, დიდ დროს ატარებ სარკის წინ ყოფნაში, ეს მამაკაცს არ უხდებაო. ხვდებოდნენ-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ იმიტომ, რომ სახლში ყველაფრისგან თავს ვიკავებდი და ვიქცეოდი როგორც „კაცი“.
ერთხელ გოგოც კი ავუყვანე ჩემებს და გავაცანი, როგორც ჩემი შეყვარებული, თუმცა ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა... დედას და მამას ყველაფერი ვუთხარი, ისიც კი რომ მყავდა ბიჭი პარტნიორი და ვოცნებობდი, რომ ქალი ვყოფილიყავი. მამაჩემის რეაქცია არ დამავიწყდება... ხელიც კი გამარტყა...
სახლიდან წამოვედი, ვცხოვრობ ჩემს მეგობარ ბიჭთან ... ვიცვამ როგორც ქალი, ვიკეთებ მაიკიაჟს, მაცვია მაღალ ქუსლებზე, ოღონდ მხოლოდ სახლში და იქ სადაც ყველა ჩემნაირია... დიდი სიამოვნებით ვივლიდი ასე ყველგან, მაგრამ მამაჩემმა გამაფრთხილა, თუ ვინმე გაიგებს და რამეს მეტყვის, მოგკლავო და მეშინია. რაც შეეხება მკერდს, ძალიან მინდა მისი გაკეთებაც, თუმცა ჯერ თავს ვიკავებ...
ასე გაგრძელებას არ ვაპირებ და აუცილებლად წავალთ საზღვარგარეთ, იქ არავინ მიცნობს, მამაჩემს ვერც ვერავინ ეტყვის ვერაფერს და იმაზე უფრო ბედნიერი ვიქნები ვიდრე ახლა ვარ", - ყვება ტრანსგენდერი.
http://www.cp.ge/cacao/ge/statiacci.php?ID=3379