
როგორც თავად მომღერალი აცხადებს, პროექტში „ერთი-ერთში“ მან თამრიკო გვერდწითელი განასახიერა, რისთვისაც მისი სწორი ცხვირის კეხით შეცვლა მოუწია.
„ვიზუალურად ყველაზე მეტად ლაიზა მინელს და ირინა ალეგროვას ვგავდი. პროექტში პირველად ვიმღერე ქართული სიმღერა და გამიხარდა. თამრიკო გვერდწითელის სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“ ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. ამჯერად ჩემი ცხვირი არ გამოდგებოდა და კეხი მიმამაგრეს. ხალხი პირიქით იშორებს და მე მივიმაგრე“, - აღნიშნა მან.
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=29931&c=2