
მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე დედობის შგრძნებასა და შვილთან ურთიერთობებზე საუბრობს.
„საკმაოდ შეგნებულ ასაკში, 27 წლის ასაკში გავხდი დედა. დედობა ძალიან კარგი შეგრძნებაა და თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთი შვილი უნდა მყოლოდა. მაშინ ასე თუ ისე, რთული ცხოვრება იყო და მინდოდა, ერთი შვილისთვის მიმეცა ყველაფერი - კარგი განათლებაც, კარგი აღზრდაც, ახლა კი ამას ძალიან ვნანობ, ალბათ ჩემს შვილსაც გული სწყდება, დედისერთაა და ამიტომაც ჰყავს სამი შვილი...
ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ ძლიან ბერი რამ დავაკელი შვილს და ძალიან ბევრი რამ მივეცი სხვა ადამიანებს“, - განაცხადა მარინა ბერიძემ.
„სარკე“