უკვე დასრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, მისი განჩინება კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე წერს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გამორჩეულ იქნა ოთხი ახალი მღვდელმთავარი:
1. არქიმანდრიტი საბა ინწკირველი - ამერიკისა და კანადის ეპარქია
2. არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე- ბენილუქსის ქვეყნების ეპარქია
3. არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი - გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია
4. არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი - ჰერეთის ეპარქია