-
2014-05-28 16:11
პოეტი რეზო ამაშუკელი "ასავალ-დასავალის" მიერ "ფეისბუქში" გავრცელებულ ვიდეოში პავლე ინგოროყვასა და რევაზ თაბუკაშვილის სადღეგრძელოს სვამს და "ლიტერატურულ კაფეში" მომხდარ ინციდენტსაც ეხმიანება, აცხადებს რა, რომ "უარესი მოხდება", ხოლო "ნაციონალებს" მოუწოდებს "სახლში დაეტიონ".
რეზო ამაშუკელი აცხადებს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ქართლის დედა შეგვიგინა" და "ჩვენთვის უმთავრესი ინსტიტუტი შეურაცხყო", შემდეგ კი მიმართავს მათ, ვისაც "ხელები ექავება": "მე დამიტოვეთ... გიორგი გაბაშვილი და მისი შვილი... გოკა, ასევე... აკაკი მინაშვილი. დანარჩენი ვერავის ხელის ხლებას ვერ აგიკრძალავთ".