-
2014-05-28 14:12
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კონტრაქციის მონაწილეებმა "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებს კვერცხები დაუშინეს.
ადგილზე სიტუაციის განმუხტვას იქ მობილიზებული საპატრულო პოლიცია ცდილობს. შეგახსენებთ, რომ "ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვდნენ და გაშლილი ჰქონდათ პლაკატები ბშესაბამისი მოთხოვნით. პარალელურად, იქვე შეიკრიბნენ ახალგაზრდები, რომლებისთვისაც მიუღებელია ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. დაპირისპირება სწორედ ამ ორ ჯგუფს შორის მოხდა.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია