
"რა მოხდა კონკრეტულად, არ ვიცი, იქნებ, დედა შეაგინა ჭიაბერაშვილმა...", - ასე გამოეხმაურა "ლიტერატურულ კაფეში" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილზე მომხდარ თავდასხმას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას.
მისი განცხადებით, რაც მოხდა, ცუდი ფაქტია და ხალხი სამართლიანობის აღდგენით თვითონ არ უნდა იყოს დაკავებული. არ უნდა მივიდეს ხალხი იქამდე, რომ თავად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ, მე არ ვიცი რა მოხდა და ახლა ასე განცხადებას ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, რა უძღოდა წინ, იქნებ რაღაც შელაპარაკება იყო...", - თქვა მანანა კობახიძემ "პირველ რადიოსთან".