
ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ვირუსი ყველაზე დიდხანს შესაძლოა მეტალზე დარჩეს. ამიტომ მეტალის სახელურები კარგად უნდა გაიწმინდოს. მან ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ვირუსი ყველაზე დიდხანს შესაძლოა მეტალზე დარჩეს, ამიტომ მეტალის სახელურები ყველაზე კარგად უნდა გაიწმინდოს. როდესაც პაციენტი სახლში ბრუნდება და ლიფტის ღილაკს ხელს აჭერს, შესაძლოა სწორედ ლიფტის ღილაკი გახდეს ინფექციის წყარო. როდესაც დახურულ სივრცეში შედის, მაგალითად ლიფტში, შესაძლოა ზუსტად ეს ლიფტის კამერა გახდეს ინფიცირების წყარო. არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერი ნივთი შეიძლება დაინფიცირების წყარო გახდეს, ამიტომ ძალიან ხშირად დავასუფთაოთ საგნები, რომელსაც ჩვენ ვეხებით“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.