ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია- მას კორონავირუსთან ბრძოლაში სასუნთქი აპარატი დაეხმარა, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ის ამჯერად ინტენსიური თერაპიის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.
ბორის ჯონსოსნს კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაახლოებით 2 კვირის წინ დაუდგინდა, რის შემდეგაც ის წმინდა თომას საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.