
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდასტურდა.
„კორონავირუსი 25 პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ეს გახლავთ 14 წლის ბავშვი. ის იმ ოჯახიდანაა, რომლის 2 წევრი გუშინ დადებითი პასუხით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საქართველოში კორონავირუსი 208
ადამიანს დაუდასტურდა