-
2020-04-06 18:44
ორივე გარდაცვლილ ქალბატონს ჰქონდათ მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება 62 წლის პაციენტს იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში 62 წლის ქალის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითი იქნება, ის კლინიკას დატოვებს.
„80 წლის ქალბატონი მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან. გასულია რამდრნიმე საათი და ქალბატონი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. იმედი მაქვს ასე გაგრძელდება და ეს ქალბატონიც მალე გაეწერება კლინიკიდიან. რაც შეეხება, რამდენიმე დღის შემოსულ 42 წლის მამაკაცს, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ვინარჩუნებთ უარყოფითი დინამიკას გარეშე. დანარჩენი სამი პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. განსაკუთრებით მძიმეა 67 წლის პაციენტის, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ორსულ ქალბატონებში ქოვიდის დამახასიათებელი ნიშნები ამ დრომდე არ ვლინდება. თერაპიულ განყოფილებაში გვიწევს 29 პაციენტი, ყველა მათგანს აქვს, კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული, მწვავე პნევმონია. მათი მდგომარეობას ნარჩუნდება უარყოფითი დინამიკის გარეშე“, - განაცხადა რატიანმა.