
პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობა აქვთ, რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან შესაძლოა გართულება იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ ავადობა ფატალური შედეგით დასრულდეს, - ამის შესახებ კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„უნდა აღვნიშნო, ასეთი პაციენტისთვის ნებისმიერ ვირუსულ ინფექციაზე შეიძლება მოხდეს საკმაოდ მძიმე გართულება და აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე სხვა, თუნდაც გრიპის ვირუსი“ - განაცხადა ლევან ქარაზანაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.