
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა. შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 27 მარტს გააჟღერა, პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა.
„საქართველო იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.