
იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას განცხადებით, ვიდრე გვიანი არაა, კორონავირუსთან საბრძოლველად ევროპამ ახალი მიდგომები უნდა გამოიმუშაოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი ისტორიის სამწუხარო პერიოდი გვიდგას. ვნახეთ ისეთი შემთხვევები, რომლებსაც ვეღარ დავივიწყებთ. რამდენიმე რაიონში ხალხი, განსაკუთრებით უფროსი თაობა ამაში ძალიან დიდ ფასს იხდის. საჭიროა ახალი ერთობლივი ინიციატივები. ძველი სქემები ჩვენს კონტინენტზე შექმნილ პირობებში აღარ მუშაობს. იმედია, ყველა ხვდება, რა საფრთხის წინაშე დგას ევროპა, ვიდრე გვიანი არაა. სოლიდარობა არა მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებაა, ის საერთო ინტერესებსაც პასუხობს“, - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 86 498 ადამიანია ინფიცირებული, 9134 გარდაცვლილი და 10 950 განკურნებული.