
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ავიახაზების დირექტორი ელოდება მხოლოდ იმას, რომ მეტი გადაუხადონ.
"მე ვფიქრობ, რომ აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფკულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, რომ მაქსიმალურად სწრაფად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავწიყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და თუ კონკრეტული კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკსირებს სახელმწიფო, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდიანრე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აი ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან", — განაცხადა მან