
მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დასრულდა.
პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის:
"დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გყვავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგონოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი"- განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების ახალი ეტაპის გასამკლავებლად ქვეყანა მზად არის.
"ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“,-თქვა გახარიამ.