
ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გავცემ, მაგრამ საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია.
მაგალითად მან ხალხმრავალი შეკრება და ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენება მოიყვანა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირადი პოზიცია და ოფიციალურად, რელიგიურ რიტუალებზე რეკომენდაციას ვერ გასცემს და ვერც ეკლესიის კომპეტენციაში ჩაერევა.
"ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას, ასე ვთქვათ, აქვს თავისი კონსტიტუცია, გადატანითი მნიშვნელობით. საუკუნეების მანძილზე დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, მან უკეთ იცის რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა, ამიტომ მე ვერ გავცემ ვერანაირი ოფიციალურ რეკომენდაციას რელიგიური რიტუალების მიმართ", — განაცხადა მან ვახო სანაიას დღის ამბებში.