
ქალმა, რომელსაც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია დამალა. ამბობს „ავერსის“ კლინიკის დირექტორი ლელა კიწმარიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში.
"არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი პაციენტთან გამოხატული არ იყო. ასევე უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა. კლინიკაში უკვე კარგა ხანია, არის კარანტინი და არანაირი მიმოსვლა პაციენტებთან არ ხდება. ამის შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დაძმიმდა და ის თბილისში გადაიყვანეს.