
მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში, სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოჰყავთ.
"ქალი აპარატზეა შეერთებული, ერთადერთი ეს ვიცი ამ დროისთვის. ყველაზე მძიმეა ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ეპიდემიოლოგები კონტაქტების დადგენას ცდილობენ, ვისთანაც ბოლო დღეებში მარნეულში ინფიცირებულ ქალს
შეხება ჰქონდა.