
"ჩემი შვილი გადის დასკვნით კვლევებს, ჯერ სერიოზული გართულება არ გვქონია."
ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, “კურიერის”
ეთერში განცხადა.
“ ჯერ სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გარკვეული
სიმპტომები. ახლა, ის გადის დასკვნით კვლევებს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება
ეს დასკვნითი კვლევები, შემდგომ გამოჩნდება უკვე რომელ ეტაპზე, დაკვირვების, თუ მონიტორინგის გადავა.
ზოგადად, მისი ჯანმრთელობა, გეტყვით რომ დამაკმაყოფილებელია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.