
"მეჩვენება, რომ რაღაც უბრალოდ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში", — ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ღამის ამბებში ისაუბრა. ტელეწამყვანის კითხვა, ეკლესიის მიმართ გაცემულ რეკომენდაციებსა და მათ შესრულებას ეხებოდა.
"ჯერ ჩინელებზე იყო რაღაცა და კიდევ კარგი მედიას სწორი პოზიცია ეკავა და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ურწმუნო მორწმუნეს ვერასდროს ვერ გაუგებს, იცით, სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ყველა", — აღნიშნა იმნაძემ.