
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, სახლში ილოცონ.
ეკლესია, რომელიც მსახურების შეჩერებაზე ერთი კვირის წინ უარს ამბობდა, ახლა მრევლს მოუწოდებს, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს.
"ეს რწმენაზე უარის თქმა არაა, ეს არის შინაგანი მსხვერპლი, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და სხვა მორწმუნეები", — აცხადებს ბულგარეთის სამღვდელოების ლიდერი.