
მუდმივ მონიტორინგში გვაქვს სასურსათო პოზიციები, რომ არ გვქონდეს მიწოდების წყვეტა. ჩვენ ვაკონტროლებთ შეკვეთებს და შეფერხება არ იქმნება, - ამის შესახებ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
საქართველოში კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდასტურდა.