
საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭს დღეს, 18:00 საათზე უყრიან.
ხოლო მანამდე, 17:30 საათზე, ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.
პროცედურის მიხედვით, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები გააცნობენ ბრძანებულებას, რომელსაც ხელს აწერენ როგორც პრეზიდენტი, ასევე, პრემიერ-მინისტრი.