
"დარწმუნებული ვარ, ეკლესიასთან კომუნიკაციაში პრობლემა არ გვექნება" განაცხადა გახარიამ.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ეკლესიას. ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ეს დავიცვათ და შევქმანთ ყველა პირობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემები არ გვექნება", — თქვა გიორგი გახარიამ.