-
2020-03-21 15:02
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობებში საკომენდატო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება.
როგორც მან განმარტა, გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ უკვე შეზღუდულია:
"ჩვენ ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეების მობილურობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე და მოქალაქეების და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების".
მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევა, წესების გამკაცრებაც შეუძლიათ:
"მთავრობას აქვს უფლებამოსილება შეზღუდოს სატტრანსპორტო გადაადგილება. ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს იმედი ჩვენი მოქალაქეების მარალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის".