
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ BBC იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს.
Guardain-ისა და Worldometers-ის მონაცემებით კი ქვეყანაში ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 032 ადამიანი, ინფიცირებულია — 47 021.