თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Image

თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის მერის მაოდგილე ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი.

 

 

0.jpg

 

 

მემორანდუმის მიზანი ქალაქ თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. 

 

მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის ბაზაში რეგისტრირებული მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდებიან. წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებს ასევე, მერიის სხვადასხვა საქმიანობის დროს პირადი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გადაამზადებს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ასევე, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს მედიკამენტებით, საკვები და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ. საბაზისო ამანათების გადაცემა დატრენინგებული მოხალისეების მეშვეობით მოხდება, რომლებიც საქართველოს წითელი ჯვრის ლოგოთი იდენტიფიცირებული აღჭურვილობით იქნებიან შემოსილი. ასევე, მოხალისეები მარტოხელა ხანდაზმულებს იმ საბაზისო აქტივობებში ჩაენაცვლებიან, რომელიც სახლიდან გასვლას მოითხოვს.

 

„ტრენინგები შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე. ასევე, გათვალისწიენბულია წითელი ჯვრის საზოგადოების გამოცდილება. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავიწყებთ მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარებას. მათ სასურსათო ამანათებს მივუტანთ, რომლის სტანდარტიც უკვე შედგენილია. ჩვენ ჩავერთვებით საბავშვო ბაგა-ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესშიც. მოხალისეები ასევე, ჩაერთვებიან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საინფორმაციო მასალების შედგენისა და გავრცელების პროცესში“, - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

 

მოხალისეობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მერიის (2 72 22 22) ან წითელი ჯვრის (0800 000 018) ცხელ ხაზზე დარეგისტრირდნენ. ისინი სატრენინგო ჯგუფებში დაუყოვლებლივ გადანაწილდებიან. მემორანდუმი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების სრულად აღმოფხვრამდე იმოქმედებს.

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !