
ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტის კლასტერში მატება, გამყრელიძე პასუხობს, რომ ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, დაკვირვება მიმდინარეობს.
“მე არ ვიცი, ეს რომანოვების კლასტერია თუ ბრიტანეთის დედოფლის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევი. კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ჩვენთან ზოგადად დინამიური და მსუბუქია”, – აცხადებს გამყრელიძე.